პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ენმ-ის გადაჯგუფება არაფერს ცვლის, რადგან "შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება"
"რომელი პოლიტიკური პარტია იცით, რომელიც ენმ-ის წიაღიდან არ არის წამოსული და დღეს რამე დიდი პრეტენზია აქვს? ეს არის ერთი "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც შიდა წინაღობების გამო იყო რამდენიმე ფლანგად დაშლილი და ახლა, წინასაარჩევნოდ, ვიღაცა ერთმანეთს გაუერთიანდება, ვიღაც ვერ გაერთიანდება და ეს არის მათი შიდა სამზარეულო.
შესაკრებთა გადანაცვლებით, მიმატებით თუ გამოკლებით, ჯამი არ იცვლება, შინაარსობრივად, ეს არის ერთი "ნაციონალური მოძრაობა", - აცხადებს ქადაგიშვილი.