16 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
პროკურატურა მთლიანად დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან - ირაკლი ქადაგიშვილი

პროკურატურაში, გენერალურ პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. სულ წარდგენილია 11 პირი. კანდიდატებს შორისაა ყოფილი გენ-პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიც. საბჭო, ფარული კენჭისყრით, 11-დან 3-ს შეარჩევს.

ამის შემდეგ, პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. სწორედ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთი.

მიმდინარე პროცესს აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტი იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, რომელსაც საპროკურორო საბჭოს შეარჩევს.

"დღეს, პროკურატურა მთლიანად დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. აღმასრულებელ ხელისუფლებას, არც პროკურორის შერჩევისა და არჩევის წესთან და არც პროკურატურის სხვა ფუნქციონირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ აირჩევს პროკურორს, მათთვის ტრაგედიაა იმიტომ, რომ ამით არ ეძლევათ საშუალება, მედია შეზღუდონ, ხალხი დაატერორონ და ბიზნესი დააწიოკონ.

ვისაც საპროკურორო საბჭოს შეარჩევს და იქნება ღირსეული, იმას დაუჭერს პარლამენტი მხარს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები