პარტია "საქართველოსთვის" წევრები, წინასაარჩევნოდ ტექნიკურ გაერთიანებებში შინაარსს ვერ ხედავენ და განსაკუთრებით წარმოუდგენლად, "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანება მიაჩნიათ:
"შინაარსს არ ვხედავთ რაღაც ტექნიკურ გაერთიანებებში, ეს არასწორად მიგვაჩნია, ამიტომ, ჩვენი კარი ღიაა კონკრეტული, ინდივიდუალური პოლიტიკოსებისთვის. რაც შეეხება "ნაცმოძრაობასთან" გაერთიანებას, ეს უბრალოდ გამორიცხულია. ხოლო ლოგიკურია მათი გაერთიანება, ვინც დღეს ამ ქვეყანაში არის "ნაცმოძრაობა". ისინი, რა თქმა უნდა, უნდა გაერთიანდნენ და ეს ნორმალურია," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი.