16 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
ისინი ნამდვილად ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ მეგობრობას სჭირდება არა მხოლოდ გაფრთხილება, არამედ ფართო ღირებულებების თანხვედრა - თეონა აქუბარდია დანიის მხრიდან საქართველოს დაფინანსების შესაძლო შეჩერებაზე

თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა თეონა აქუბარდიას განცხადება, რომელმაც დააანონსა, რომ დანია საქართველოსთვის გამოყოფილ დაფინანსებას აჩერებს. დეპუტატის ინფორმაციით, საუბარია 27 მილიონიან დახმარებაზე.

საიდან აქვს აქუბარდიას ინფორმაცია წინასწარ, რას გეგმავს დანიის მთავრობა - საპარლამენტო უმრავლესობას არაერთი კითხვა აქვს. მმართველი გუნდი ოპოზიციისა და გარე აქტორების კავშირებზე საუბრობს და იხსენებს სკანდალს, რომელშიც რამდენიმე თვის წინ, საქართველოში დანიის ელჩი გაეხვა.

ანე ტოფტ სორენ-სენმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია, რის გამოც, დიპლომატი საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს. მაშინ განცხადება გაავრცელა დანიის საელჩომაც და დაწერა, რომ ელჩის ნათქვამი ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენეს.

თეონა აქუბარდიას განცხადებით, ევროპელი პარტნიორები საქართველოს მეგობრები არიან, თუმცა "ამ მეგობრობას სჭირდება არა მხოლოდ გაფრთხილება, არამედ ფართო ღირებულებების თანხვედრა".

"მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფრაზით, გაუგებრობის ფორმით აფასებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციით შეექმნა ჩვენს ჯარს, ამ მიმართებაში აბსოლუტურად წარმოუდგენელია ისრების გადატანა.

სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი მეგობრები მტრად გამოაცხადა და ეს მოხდა "რუსული კანონით", გლობალური ომის პარტიითა და მასონების ძახილით. შესაბამისად, ისინი ნამდვილად ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ ამ მეგობრობას სჭირდება არა მხოლოდ გაფრთხილება, არამედ ფართო ღირებულებების თანხვედრა", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები