სამხრეთ კორეელმა პოლიტიკოსმა, მამაკაცების თვითმკვლელობის ზრდა საზოგადოებაში ქალების მზარდ "დომინანტურ" როლს დაუკავშირა. პოლიტიკოსი, დაუსაბუთებელი განცხადებების გამო, მწვავედ გააკრიტიკეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თავის მოხსენებაში, სეულის საქალაქო საბჭოს წევრი, კიმ კი-დუკი ამტკიცებს, რომ ბოლო წლებში, ქალთა შრომითი ძალის გააქტიურებამ მამაკაცებისთვის სამუშაოს შოვნის პროცესი და მათზე დაქორწინების მსურველი ქალების პოვნა გართულა.
მისი განცხადებით, ნელ-ნელა, "ქვეყანა ემსგავსება საზოგადოებას, სადაც ქალები დომინირებენ და ეს შესაძლოა მამაკაცებში თვითმკვლელობის მაჩვენებლის ზრდას იწვევდეს".
დემოკრატიული პარტიის წევრმა, შეფასება სეულის მდინარე ჰანის ხიდებზე თვითმკვლელობის მცდელობების რაოდენობის მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთა.
როგორც საქალაქო საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, მდინარის გასწვრივ თვითმკვლელობის მცდელობების რაოდენობა 2018 წელს 430-ს შეადგენდა, 2023 წელს კი 1035-მდე გაიზარდა. საკუთარი სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში მამაკაცების წილი 67%-დან 77%-მდეა გაზრდილი.
სამხრეთ კორეას, მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებს შორის თვითმკვლელობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ამასთან, ქვეყანა გენდერული უთანასწორობის თვალსაზრისითაც ლიდერობს.