16 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, მათი უცხოური მფარველების კარნახით, საარჩევნო აფიორა მზადდება - ეს არის მოქალაქეების დაბნევის ტაქტიკა - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "ოპოზიციურ ფლანგზე საარჩევნო აფიორა მზადდება." ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, 26 ოქტომბერს ყველაზე მარტივი არჩევანი ექნება ქართველ ხალხს, უნდა აირჩიოს, ომი უნდა თუ მშვიდობა.

"საუბარია იმაზე, "ნაციონალურმა მოძრაობამ" როგორ დააბნიოს საზოგადოება ისე, რომ არჩევნებზე ვიღაცები ვერ მიხვდნენ, რომ მათ აძლევენ სინამდვილეში ხმას. ეს არის საარჩევნო აფიორა, რომელიც ახლა მზადდება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მათი უცხოური მფარველების კარნახით.

იმდენად ხვდებიან და რცხვენიათ, რომ "ნაცებად" იწოდებიან, სახელს იცვლიან, რომ რამენაირად დააბნიონ მოქალაქეები და შემთხვევით ვიღაცამ მათ მისცეს ხმა. ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ხედავს და ამ კუთხით უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს.

ყველაზე მარტივი არჩევანი ექნება ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს. უნდა აირჩიონ, ომი უნდათ თუ მშვიდობა. ვინც ხმას მისცემს "ნაცებს," ის ომის მხარეს არის. წერტილი. ეს მათი გაცხადებული პოლიტიკაა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები