16 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
ძირითადი სასაუბრო თემა იყო არჩევნები - ნინო დოლიძე ეზრა ზეიასთან შეხვედრაზე

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ამ წუთებში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმყოფება. ეზრა ზეია ცესკო-ს თავმჯდომარეს ხვდება.

მანამდე, ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მთავარი განსახილველი თემები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი", დემოკრატიულ მმართველობასთან, პრესის თავისუფლებასთან, ანტიკორუფციულ და მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ საკითხებია.

ბლინკენის მოადგილე დილით იმყოფებოდა წეროვანში, დევნილთა დასახლებაშიც. დღის ბოლოს დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და არსებული მოლოდინები იყო.

"ძირითადი სასაუბრო თემა იყო არჩევნები - როგორ ვაპირებთ არჩევნებზე დაკვირვებას, რა მდგომარეობაა ახლა და რა მოლოდინები შეიძლება იყოს, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, იქნება თუ არა სამართლიანი და როგორი შესაძლებლობა ექნება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ თუკი რაიმე ხდება წინა საარჩევნო პერიოდში, ეს გავლენას ახდენს არჩევნებზე. სწორედ ამიტომ ჰყავთ მათ გრძელვადიანი მისიები ქვეყანაში, რომ, თუ წინასაარჩევნო პერიოდში იქნება პრობლემები, ეს, რა თქმა უნდა, აისახება არჩევნების დღის შეფასებაზე", - განაცხადა ნინო დოლიძემ.

დღის ამბები