ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის საქართველოში ვიზიტს, მმართველ გუნდში აფასებენ და ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარი დარჩა, თუ რას გულისხმობენ ანტიდასავლურ ქმედებებში ამერიკელები. ასევე, აღნიშნავენ იმას, რომ მათ კრიტიკას ვერაფერს უკავშირებენ.
"ხმამაღალი ჰედლაინების მიღმა, ალბათ საზოგადოებისთვის გაუგებარია თუ რა იგულისხმება ანტიდემოკრატიულ პროცესებში. თუ იგულისხმება ის, რომ საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას, პარლამენტს არ აქვს უფლება მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც სხვა ქვეყანაში მუშაობს, თუ ჩვენ ქვეყანაში არ გვინდა რევოლუციური სცენარები და ის მუდმივი პროცესები, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს და თუ ამისთვის ერთადერთ პრევენციად ვხედავთ, რომ NGO სექტორის დაფინანსების გამჭვირვალობა მოხერხდეს და საზოგადოება იყოს ინფორმირებული, თუ ამაში იგულისხმება, რომ ის შეფასებები, რომელსაც საქართველო იღებს კანონის უზენაესობის, ხელისუფლების ეფექტიანობის, სასამართლო სისტემის მუშაობის, ადამიანის უფლებებისა და სხვადასხვა მიმართულებით, მაშინ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნამდვილად გაუგებარია ამ განცხადებების საფუძველი რა არის,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.