16 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ვერ ნახავთ ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ ჩვენ მიერ გაკეთებულ ვერცერთ დეზინფორმაციულ განცხადებას, ჩვენი განცხადებები დამყარებულია ფაქტებზე - კახა კალაძე 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი და შეფასებები საქართველოში. თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ ეზრა ზეიამ ამერიკის პოზიციის შესახებ ისაუბრა, რასაც შეფასებები უკვე მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

მმართველი გუნდის წევრების განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან აშშ-ს მიმართ დეზინფორმაციული განცხადება არ გაკეთებულა.

"ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები დამყარებულია მხოლოდ სიმართლეზე და ფაქტებზე:

"რომელი დეზინფორმაცია? შეიძლება ვინმე დაასახელოს ერთი დეზინფორმაციული განცხადება, რომელიც ჩვენი მხრიდან გაკეთდა ამერიკის სახელმწიფოს ან ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ? დაასახელონ ერთი ასეთი განცხადება, რომელიც დეზინფორმაციულია.

ამერიკა, რა შუაშია ომის პარტიასთან დაკავშირებით, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია. ვერ ნახავთ ვერცერთ განცხადებას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ამერიკის მთავრობის ან მათ წინააღმდეგ რამე არასწორი ან დეზინფორმაციული გაგვეკეთებინოს.

ჩვენი განცხადებები დამყარებულია, მხოლოდ და მხოლოდ, სიმართლეზე და ფაქტებზე.

როდესაც დღეს, ვინც, ჩვენ გვეუბნება, რომ არადემოკრატიული პროცესები მიდის ქვეყანაში, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ის ადამიანები 2012 წლამდე სააკაშვილის ხელისუფლებას უწოდებდნენ "დემოკრატიის შუქურას“. ყველას თავისი ინტერესი აქვს რეგიონში, ამერიკას თავისი ინტერესი აქვს, ევროპას თავისი ინტერესი აქვს, რუსეთს თავისი ინტერესი აქვს, თურქეთს თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და პირველ რიგში, გავატაროთ ჩვენი ინტერესები,"- აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები