16 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
ჩვენ ამ ეტაპზე გიორგი გახარიას გუნდთან მოლაპარაკებას არ ვაპირებთ - ირაკლი კუპრაძე

მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას პირობას უყენებს. თუ გახარია ოთხ შეკითხვას პასუხს გასცემს, "ლელოს" ლიდერი მზად არის მასთან გაერთიანებაზე კონსულტაციები დაიწყოს.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მას აინტერესბეს შექმნის თუ არა გახარია კოალიციას "ქართულ ოცნებასთან", ასევე შეკითხვები ეხება ანაკლიას, წერილს და 20 ივნისის მოვლენებს.

მამუკა ხაზარაძემ ეს განცხადება პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც "ლელომ", "ანა დოლიძემ" და მოძრაობა "თავისუფლების მოედანმა" საარჩევნოდ გაერთიანების შესახებ განაცხადეს. რა დამატებით განმარტებას აკეთებენ "ლელოში" და როგორია მმართველი გუნდის შეფასება.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას გუნდთან მოლაპარაკებას არ აპირებენ.

"არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და არც უახლოეს მომავალში არ იგეგმება. რაც შეეხება ოთხ შეკითხვას, ოთხი შეკითხვა იმიტომ არსებობს, რომ ოთხივეზე არის პასუხი. ჩვენ ამ ეტაპზე გიორგი გახარიას გუნდთან არ ვაპირებთ მოლაპარაკებას," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები