16 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ჩვენი მიზანია, დავწიოთ პატიმრების რაოდენობა იმ ნიშნულამდე, რომ ეს იყოს საერთო ევროპულ სტანდარტში - ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ოპოზიციის ნაწილმაც დაუჭირა მხარი. მათ შორის არის "გირჩი."

მუხლობრივ ნაწილთან დაკავშირებით, კითხვები დასვა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩიამ.

"ბევრი მუხლი არის ჩამოწერილი, რომელზეც ეს არ ვრცელდება, მათ შორის წერია პოლიტიკური მოტივებით. მაგალითისთვის, საზღვრის უკანონო გადაკვეთა, რომელიც გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოა აქ მოხვედრილი." - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პატიმრებთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების პერიოდში არსებული მდგომარეობა გაიხსენა.

"თქვენ იცით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ფაქტობრივად, გასამართლდა ამ ქვეყნის 300 ათასი მოქალაქე. ფაქტობრივად, ოჯახი არ დარჩა, რომელსაც ეს პრობლემა არ შეეხო. სიკვდილიანობა, საშუალოდ, იყო 150 ადამიანის და ყოველწლიურად, ეს რიცხვი რეალურად იყო ბევრად უფრო მაღალი. მაშინ, სახალხო დამცველის ანგარიშებში ისეთი ტერმინებიც კი გაჩნდა, რომ ციხეებიდან ხდებოდა სიკვდილის ექსპორტი," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მიზანია, პატიმრების რაოდენობა იმ ნიშნულამდე დაიწიოს, რომელიც საერთო ევროპულ სტანდარტს დააკმაყოფილებს.

"ჩვენი მიზანია, დავწიოთ პატიმრების რაოდენობა იმ ნიშნულამდე, რომ ეს იყოს საერთო ევროპულ სტანდარტში. სასურველია და უკეთესია, რომ ნაკლები პატიმარი გვყავდეს, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. გვაქვს დრო იმისთვის, რომ სექტემბერში დავუბრუნდეთ ამ საკითხს,“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები