16 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი - ჰუმანური აქტი არ შეეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს

"ქართული ოცნების" ინიციატივას "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ ხმები არ ყოფილა. ამნისტია ეხება პირველ ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებს 4 800-ზე მეტ პატიმარს. აქედან დაუყოვნებლივ გათავისუფლდება ათასი. ჰუმანური აქტი არ შეეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს.

პარლამენტი პროექტს საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს. კენჭისყრამდე კანონპროექტი სესიაზე განიხილეს, დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები, დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიასა და უმრავლესობის წევრებს შორის იყო სიტყვიერი შელაპარაკებაც.

"თქვენ თქვით, რომ პატიმრებს შეახებდით ამნისტიას და, პრაქტიკულად, მოატყუეთ ისინი. ფაქტია, რომ ამნისტია ეხება ზონდერებს. ამ პირობებში, როგორ არის სამართლიანი ეს ამნისტია? ანუ, ზონდერებს წინასწარ დაჰპირდით დაუსჯელობას? და რამდენად არის ამნისტია სამართლიანი, როდესაც ის ეხება დანაშაულის ჩამდენებს და არ ეხება რუსული კანონით დაზარალებულებს, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ კანონს?" - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდიას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა უპასუხა.

"მე არ ვიცი, რა კანონზე საუბრობდა ქალბატონი აქუბარდია. თუ სწორედ განმარტავს და დეფინიციას მოახდენს, ამ შემთხვევაში, მზად ვარ, გიპასუხოთ და გითხრათ ის არაკომპეტენტურობა. ეტყობა, წაკითხულიც არ გაქვთ ეს ამნისტია, თორემ ამ კითხვას საერთოდ არ დასვამდით," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

დღის ამბები