16 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
რაც მეტი დრო გავა, ყველა კიდევ უფრო დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო - არჩილ თალაკვაძე

ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაინახავს, რომ "ქართული ოცნება" იყო მართალი და არანაირი ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული გამჭვირვალობაში არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ესპანეთში დაინიცირებულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მედიის გამჭვირვალობის საკითხს ითვალისწინებს.

"რაც უფრო მეტი დრო გავა, ყველა კიდევ უფრო დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთისკენ შეატრიალეს ქვეყანაო, - ამასაც კი გვაბრალებდნენ. ახლა არცერთი არ ჩანს. რა თქმა უნდა, ესპანეთზე როგორ გაბედავენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი პატრონები ხმის ამოღებას? ესპანეთზეც ხომ არ იტყვიან, რუსეთისკენ შეტრიალდაო, დადასტურდა ჩვენი სიმართლე. რაც უფრო მეტი დრო გავა, ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო უკეთ დაინახავს, რომ "ქართული ოცნება" იყო მართალი და არანაირი ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული გამჭვირვალობაში არ არის", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ესპანეთში დაინფიცირებულ კანონპროექტს, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა.

"ესპანეთის პრემიერი ამბობს, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანიაო. კუბილიუსი ევროპარლამენტში არ არის? სად არის შენი პოზიცია, ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალობა მოითხოვა? რასა, ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა, ქართული კანონი ითვალისწინებს, რომ გიგაურმა, ლომჯარიამ და მედიამ წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია და ამაზე გვაცვეს ჯვარს. გაცილებით მკაცრი კანონებია სხვა ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში და ამაზე ხმა არ ამოუღიათ. კანონი მიიღო კანადამ და ხმა არ ამოუღიათ. თურქეთმა დაიწყო მუშაობა და რაიმე გაგიგიათ? ესპანეთის პრემიერი ამბობს, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანიაო. კუბილიუსი ევროპარლამენტში არ არის? სად არის შენი პოზიცია, ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალობა მოითხოვა? ფოტიგა გააგდეს, ევროპარლამენტში აღარ არის. რასა, ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა. ეს როგორ? კუბილიუსის ქვეყანა, რუსეთთან ვაჭრობის თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა და ჩვენ გვეუბნებოდა, სანქცია რატომ არ დაუწესეთო. აბა, მანდ რას შვრები, საკუთარი მთავრობა დაგმე და ლიეტუვის ბიზნესწრეებს მოუწოდეთ, ასე არ გააკეთონ?"– განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები