16 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
"ჰამასი" საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ რომელიმე ლიდერის მკვლელობას გაუმკლავდეს" - რა შეფასებები კეთდება დაჯგუფების წევრების მხრიდან

"ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი მოკლულია. ისრაელის თავდაცვის ძალები ისმაილ ჰანიეს თავს დაესხნენ თეირანში, სადაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად იყო ჩასული.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მართვადი რაკეტებით განხორციელდა, დაღუპულები არიან ჰანიეს დაცვის წევრებიც.

ისმაილ ჰანიეს დაღუპვას ადასტურებენ "ჰამასის" წევრებიც. ისინი მომხდარს უდიდეს ესკალაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ საკუთარი მიზნებისთვის ნებისმიერი ფასი გადაიხადონ.

"ირანში ისმაილ ჰანიეს მკვლელობა უდიდესი ესკალაციაა, რომლითაც ისრაელი თავის მიზნებს ვერ მიაღწევს. "ჰამასი" საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ რომელიმე ლიდერის მკვლელობას გაუმკლავდეს. ჩვენ ვაწარმოებთ ღია ომს იერუსალიმის გასათავისუფლებლად და მზად ვართ, გადავიხადოთ ნებისმიერი ფასი," - აღნიშნა "ჰამასის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სამი აბუ ზუჰრიმ.

"ამ დილით, თეირანში, ისმაილ ჰანიეს რეზიდენციაზე თავდასხმა მოხდა, რამაც მისი და მისი დაცვის წევრის მკვლელობა გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება. განცხადება მალე გაკეთდება," - აღნიშნა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება ისრაელს - მცირე კომენტარი გაკეთდა ისრაელის შეიარაღებულ ძალებში. დანიელ ჰაგარის თქმით, ამ ეტაპისთვის, ისინი სიტუაციას სწავლობენ.

"ისრაელის თავდაცვის პოლიტიკაში ცვლილებები არ არის. ამ მომენტისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალები სიტუაციას სწავლობენ. თუ რაიმე სახის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის შესახებ დაუყოვნებლივ გამცნობთ," - განაცხადა ისრაელის შეიარაღებული ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავდასხმა განახორციელეს ლიბანშიც, მოკლულია ტერორისტული დაჯგუფება "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ლიდერი ფუად შუქრია. საპასუხო რეაქციასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადებები, ამ ეტაპზე, არ კეთდება.

დღის ამბები