16 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ჩინეთისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები მოწოდებულია იმისკენ, რომ ჩინეთის, აზიისა და ევროპის ბაზრები უკეთესად დაუკავშირდეს ერთმანეთს - გიორგი ვოლსკი

ჩინეთისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები მოწოდებულია იმისკენ, რომ ჩინეთის, აზიისა და ევროპის აზრები უკეთესად დაუკავშირდეს ერთმანეთს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გააკეთა.

გია ვოლსკი ჯეიმს ო"ბრაიენის გზავნილებს ეხმაურება, რომელიც სამი კონკრეტული პირობის შესრულებას ეხება. მათ შორის არის არჩევნების სამართლიანად ჩატარება, გამჭვირვალობის კანონი და ჩინეთთან ურთიერთობა.

"უნდა დავარწმუნოთ ო"ბრაიენი და ყველა ჩვენი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩვენი პარტნიორები, რომ ჩვენი ჩინეთთან თანამშრომლობა არ ნიშნავს რაიმე ალტერნატივას იმასთან მიმართებაში, რასაც ჰქვია ჩვენი საგარეო კურსი. ჩინეთისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები მოწოდებულია იმისკენ, რომ ჩინეთის, აზიისა და ევროპის ბაზრები უკეთესად დაუკავშირდეს ერთმანეთს. მით უმეტეს, რომ ჩვენი დერეფანი არის ერთ-ერთი ალტერნატიული გზა. რაც შეეხება მის განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით; არ სჭირდება ამის შეხსენება, ვინაიდან, სწორედაც ამიტომ იქნა შემოტანილი, ამიტომ იქნა გაწეული უშველებელი ხარჯები, რომ ელექტრონულმა არჩევნებმა გამორიცხოს ყოველგვარი ფალსიფიცირება არჩევნების და, რასაკვირველია, მაღალ, ევროპულ დონეზე ჩატარდება," - აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები