16 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
კარგი ფილტრი იქნება რეესტრში არ დარეგისტრირება, რომელიც ნათელ წარმოდგენას მოგვცემს, ვისი მიზნობრიობა იყო პოლიტიკაში ჩარევა - ნინო წილოსანი

კარგი ფილტრი იქნება რეესტრში არ დარეგისტრირება, რომელიც ნათელ წარმოდგენას მოგვცემს, ვისი მიზნობრიობა იყო პოლიტიკაში ჩარევა და პოლიტიკის კეთება, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანმა გააკეთა. ის არასამთავრობოების ნაწილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ რეგისტრაციას არ გაივლიან და არ დაემორჩილებიან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოთხოვნებს.

"ამ ორგანიზაციებისთვის არ არის უცხო, რომ დაემალონ კანონს, იყვნენ გაუმჭვირვალე, ჩრდილში ჰქონდეთ თავიანთი ფინანსები და ასე აწარმოონ თავიანთი საქმიანობა - ამიტომ, იქნებიან ორგანიზაციები, ვინც არ დარეგისტრირდებიან ამ რეესტრში. კარგი ფილტრი იქნება რეესტრში არ დარეგისტრირება, რომელიც ნათელ წარმოდგენას მოგვცემს, ვისი მიზნობრიობა იყო პოლიტიკაში ჩარევა და პოლიტიკის კეთება. სწორედ ამ ფილტრით გაიფილტრებიან ორგანიზაციები, როდესაც ისინი რეესტრში დარეგისტრირდებიან ან არ დარეგისტრირდებიან. კანონი მხოლოდ მოითხოვს, რომ ორგანიზაციამ გაასაჯაროოს დაფინანსების წყაროები, ოდენობა, საით მიემართებოდა და რა მიზანს ემსახურებოდა. ეს არის ელემენტარული და პრიმიტიული ინფორმაცია, მინიმუმ პატივი უნდა სცე საკუთარი ქვეყნის ხალხს და მიაწოდო," - აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები