16 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმრების ისტორიული გაცვლით, დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა

დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმრების ისტორიული გაცვლით, უკმაყოფილოა დონალდ ტრამპი და მომხდარს პუტინის გამარჯვებას უწოდებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი თვლის, რომ მას დაპატიმრებული ჟურნალისტის, ევან გერშიკოვიჩის დაბრუნება გაცვლის გარეშეც შეეძლო.

კითხვაზე, მისცა თუ არა აშშ-მ პუტინს პატიმრებზე უფრო მეტი, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა საქმეში ფულიც ფიგურირებდა.

ცივი ომის შემდეგ პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლა გუშინ განხორციელდა, 16-ის სანაცვლოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვს 8 პატიმარი დაუბრუნა, რომელთა შორისაც იყო ვადიმ კრასიკოვიც, საქართველოს მოქალაქისა და ჩეჩენთა საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი. ის ბერლინში სამუდამო სასჯელს იხდიდა.

მას და "ეფესბეს" სხვა აგენტებს პუტინი სახელმწიფო ჯილდოებს გადასცემს. სანაცვლოდ რუსეთმა გაათავისუფლა "უოლ სტრით ჯორნალის" ჟურნალისტი ევან გერშიკოვიჩი, ასევე რუსი პოლიტპატიმრები ილია იაშინი, ვლადიმერ კარა მურზა და ოლეგ ორლოვი. სამშობლოს დაუბრუნდა პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიერ შეწყალებული გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერიც.

დღის ამბები