16 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
"ლელოს" დამფუძნებლები სასამართლოს მიერ თაღლითებად არიან ცნობილი, საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ცრუ პრეტენზიით ითხოვდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედს, რათა ჯიბეში ჩაედოთ - შალვა პაპუაშვილი

"შარშან, აგვისტოს დღეებში ერის ერთიანობასთან ერთად, სამწუხაროდ, ასევე ვხედავდით ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ფაქტობრივად ზურგში დანის ჩარტყმას,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვის ტრაგედიის გამოძიებასთან დაკავშირებით ოპოზიციაში გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.

პაპუაშვილის თქმით, შოვის ტრაგედიის პირველივე დღეებში ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან დეზინფორმაცია და ტყუილი ვრცელდებოდა.

"გახსოვთ, რამდენი დეზინფორმაცია და ტყუილი ვრცელდებოდა, გვქონდა ამაზე მაშინ საუბარი. ცხრა ყალბი ნარატივი მოვთვალეთ მაშინ, როდესაც პირველივე დღეებში და პირველივე საათებიდან დაიწყო ზოგიერთმა პარტიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ სიყალბეების და სიცრუის გავრცელება. ესეც სამწუხარო ნაწილია, ნაცვლად იმისა, რომ ასეთ დღეებში ამ ერთიანობის ნაწილი იყვნენ ან თუნდაც დღეს, უპირველეს ყოვლისა, იფიქრონ გარდაცვლილების სულებზე, კვლავ სპეკულაციით ფიქრობენ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას.

რაც შეეხება "ლელოს“ განცხადებას, აქ კომენტარსაც არ გავაკეთებ. ამ პარტიის მთელი სიყალბე უკვე დაინახა არა მხოლოდ ჩვენმა საზოგადოებამ, არამედ საერთაშორისო მასშტაბით გახდა ცნობილი. დამფუძნებლები სასამართლოს მიერ დადასტურებულად თაღლითებად არიან ცნობილი. ასევე საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ცრუ პრეტენზიით ითხოვდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედს, რათა ჯიბეში ჩაედოთ. საერთოდ პოლიტიკაში რომ რჩებიან ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ეს სიყალბე გამოვლინდა, რომ თურმე რისთვის უნდოდათ მათ პოლიტიკაში ყოფნა, ეს არის საკვირველი და აქედან გამომდინარე, არ მგონია, ღირდეს მათზე კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები