16 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
"გილოცავთ შუამთობას, ღმერთმა მისცეს ჩვენს ქვეყანას ერთიანობა, წინსვლა და ჩვენს გულებში მუდამ სუფევდეს სიყვარული" - შალვა პაპუაშვილი

"გილოცავთ შუამთობას, ღმერთმა მისცეს ჩვენს ქვეყანას ერთიანობა, წინსვლა და ჩვენს გულებში მუდამ სუფევდეს სიყვარული", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბეშუმში "შუამთობის" დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დღესასწაული მიულოცა ყველას და აღნიშნა, რომ ზუსტად ასეთი ტრადიციების არსებობა აერთიანებს მთელ ქვეყანას.

"მოგესალმებით, მივესალმები ხულოელებს, აჭარლებს, მივესალმები ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ამ ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. შუამთობა არის, ოჯახის წევრების, მეგობრების, თანასოფლელების, მთისა და ბარის კვლავ ერთიანობის დღე. ეს ერთიანი სულისკვეთება, რომლითაც მთა აერთიანებს ყველას. ასეთი დღესასწაულები არის ჩვენი კულტურული იდენტობის გული. აი ეს მთები, კი არის ჩვენი კულტურული იდენტობის შენარჩუნების კერა. ამიტომ, არის მნიშვნელოვანი ასეთი დღესასწაულები, სადაც ყველა ერთად, მთელი საქართველო აღვნიშნავთ ჩვენს ერთიანობას, ჩვენს ერთად ყოფნას, ტრადიციებს, კულტურას. მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ამ დღის აღნიშვნა მიწევს.

დღეს, გარდა იმისა, რომ მთის კულტურას ვეზიარებით სხვადასხვა სახით, იქნება ეს სიმღერა, კულინარია თუ სხვა მიმართულებები. ეს უბრალოდ ადამიანების ურთიერთ სიხარულის გაზიარების დღეც არის და სწორედ, ეს დიდი სიყვარულია რამაც დღეს აქ შეგვკრიბა.

გილოცავთ შუამთობას, ღმერთმა მისცეს ჩვენს ქვეყანას ერთიანობა, წინსვლა და ჩვენს გულებში მუდამ სუფევდეს სიყვარული", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღის ამბები