16 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
მოვითხოვთ მძიმე ფასს, ჩვენს მიმართ მტრული ქმედებისთვის ნებისმიერი არენიდან - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმას, შესაბამისად უპასუხებს.

"ისრაელის სახელმწიფო მრავალ ასპარეზზე აწარმოებს ომს ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ. ჩვენ ძლიერად ვურტყამთ მის ნებისმიერ იარაღს, მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი. მე კიდევ ერთხელ ვეუბნები ჩვენს მტრებს: ჩვენ ვუპასუხებთ და მოვითხოვთ მძიმე ფასს ჩვენს მიმართ მტრული ქმედებისთვის, ნებისმიერი არენიდან," - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელზე ირანის მხრიდან თავდასხმას მომდევნო 48 საათის განმავლობაში ელოდება.

 

 

დღის ამბები