16 წელი აგვისტოს ომიდან - "ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დაღუპულ გმირებს თბილისსა და რეგიონებში პატივი დღეს მიაგეს. ისინი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, დღეს 7 აგვისტოს იმყოფებოდნენ.
თუმცა, "ნაციონალურ მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ძმათა სასაფლაოზე 8 აგვისტოს მიაგებდა პატივს ომში დაღუპულ გმირებს. რატომ მოხდა თარიღის ცვლილება, მაშინ როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" აღარ იყო ხელისუფლებაში, ამ კითხვას პარტიის წევრები არ პასუხობენ.
"მთელი მსოფლიო, ჰააგას საერთაშორისო ტრიბუნალით დაწყებული, დონალდ ტრამპით დამთავრებული, ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი შემოიჭრა და სწორედ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას არ აღიარებს და უარყოფს, არის პუტინის რუსეთი," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმა "ერთიანობა", თინათინ ბოკუჩავა.
ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმა "ერთიანობა", გიორგი ვაშაძე.
"რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო 7-ში, ეს არის დადასტურებული ფაქტი საერთაშორისო რეზოლუციებითაც. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია პატივი მივაგოთ გმირებს. რუსეთის მხრიდან ომი საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო 7-ში," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.