"კოლექტიური ნაცმოძრაობა" არის ის ძალა, რომელმაც ჯერ ამ პროვოკაციებს თავი ვერ აარიდა და ქვეყანა გახვია ომის ალში, ხოლო მერე დააბრალა საკუთარ ჯარს," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა 2008 წლის ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მხარი დაუჭირეს.
"კოლექტიური ნაცმოძრაობა" არის ის ძალა, რომელმაც ჯერ ამ პროვოკაციებს თავი ვერ აარიდა და ქვეყანა გახვია ომის ალში, ხოლო მერე დააბრალა საკუთარ ჯარს. როცა პოლიტიკური ინტრიგების ხარჯზე ომს იწყებ (რა თქმა უნდა, ჯარი თავის მოვალეობას შეასრულებს და შეასრულეს კიდეც გმირულად ქართველმა ჯარისკაცებმა) და მერე ასე მხდალად ადგები და ქართულ ჯარს აბრალებ იმას, რაც შენ გააკეთე... სამაგიეროდ, საერთაშორისო სასამართლოში მივიღეთ ის რეალური სურათი, როდესაც ქართული ჯარიც გამართლდა, ქართული სახელმწიფოც და შეგვიძლია თავისუფლად ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს პოლიტიკური რეჟიმი, რასაც ჰქვია "კოლექტიური ნაცმოძრაობა", აუცილებლად გასამართლდება და ყველა გაიგებს სიმართლეს," - აცხადებს მაჭარაშვილი.