16 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
"ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის ლეგიტიმური უფლების სრულ მხარდაჭერას რუსული აგრესიისგან დასაცავად და მის მცდელობებს, აღადგინოს სუვერენიტეტი" - პიტერ სტანო კურსკში განვითარებულ მოვლენებზე

რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ეხმაურება.

ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია პიტერ სტანომ უკრაინულ გამოცემა - The Kyiv Independent-თან გააკეთა.

"ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის ლეგიტიმური უფლების სრულ მხარდაჭერას რუსული აგრესიისგან დასაცავად და მის მცდელობებს, რომ აღადგინოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა," - აღნიშნავს ევროკომისიის სპიკერი.

განცხადებები გაკეთდა ვაშინგტონშიც თეთრი სახლის სპიკერი ჟან პიერი ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით ამერიკა უკრაინულ მხარესთან საუბარს აპირებს და რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

"ანგარიშები ვნახეთ და უკრაინელ სამხედროებთან ამ საკითხზე დაკავშირებას ვაპირებთ. იმისთვის, რომ მათი მიზნების შესახებ მეტი შევიტყოთ. ამ ვითარების გარშემო არსებული შეკითხვებისთვის, უკრაინელ სამხედროებთან გადაგამისამართებდით. იმისთვის, რომ საკუთარ სამხედრო მიზნებზე ისაუბრონ. როგორც იცით, მხარს ვუჭერთ უკრაინას, როდესაც რუსული აგრესიისგან თავს იცავს. როდესაც დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე ვსაუბრობთ მიგვაჩნია, რომ ამის გაკეთება მნიშვნელოვანია. ზუსტად ამიტომ ვაპირებთ მხარდაჭერა გავაგრძელოთ. ცხადია, ისინი ზომების მიღებას გააგრძელებენ. საღი აზრია, რომ ამ თავდასხმებისგან თავი დაიცვა. ყურადღებით ვართ, იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი, რათა თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან," - განაცხადა, თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა.

დღის ამბები