16 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
პატივი მივაგოთ დაღუპულ გმირებს - ასეთი ადამიანების გმირობაზე, თავგანწირვაზე დგას საქართველოს სიძლიერე და სიმტკიცე - ირაკლი ჩიქოვანი

16 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან! 400-ზე მეტი დაღუპული, ორი ათასამდე დაჭრილი და 150 ათასი იძულებით გადაადგილებული - ქვეყანა რუსული აგრესიის შედეგებს იხსენებს.

დილიდან, ხალხმრავლობაა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენლები.

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სწორედ ასეთი ადამიანების გმირობაზე დგას საქართველოს სიძლიერე.

"პატივი მივაგოთ დაღუპულ გმირებს. ასეთი ადამიანების გმირობაზე, თავგანწირვაზე დგას საქართველოს სიძლიერე და სიმტკიცე. ჩვენ თავდაცვის ძალებში ვართ ერთი დიდი ოჯახი, რომლებიც ვდგავართ ერთმანეთის გვერდიგვერდ. ვართ ამ ოჯახების გვერდით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათთვის არსებული საჭიროებები იქნეს უზრუნველყოფილი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები