16 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძემ ყალბი საფუძვლით უჩივლა ქართველ ხალხს, ამ თაღლითურ გაერთიანებას უნდოდა, მილიარდ-ნახევარი ხალხის ჯიბიდან ამოეღო და საკუთარ ჯიბეში ჩაედო, მაგრამ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მათი თაღლითობა დადასტურდა

ხაზარაძე-ჯაფარიძემ ყალბი საფუძვლით უჩივლა ქართველ ხალხს, ამ თაღლითურ გაერთიანებას უნდოდა, მილიარდ-ნახევარი ხალხის ჯიბიდან ამოეღო და საკუთარ ჯიბეში ჩაედო, მაგრამ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მათი თაღლითობა დადასტურდა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ საარბიტრაჟო სასამართლოს წაგებასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, ქვეყნის შიგნით და უკვე ქვეყნის გარეთ, საარბიტრაჟო სასამართლოს წაგების შემდგომ დადასტურდა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის თაღლითობა.

"რაც შეეხება არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს თაღლითებთან, რომლებმაც ჯერ თაღლითობით საქართველოში სქემები შეიმუშავეს და 17 მილიონი "თიბისი ბანკიდან" ფაქტობრივად გააქრეს. მერე ვითომ შემთხვევით აღმოჩნდა, რომ მათ მეგობარს ფული ჰქონდა, რომელიც შემთხვევით ასესხა და მერე, შემთხვევით, უიმედო ვალებით ჩამოეწერათ. ეს თაღლითური სქემებია, რომელიც სასამართლომ დაადასტურა.

მეორე თაღლითობა იყო ის, რომ მათ ყალბი საფუძვლით უჩივლეს ქართველ ხალხს და ქართველი ხალხისგან ითხოვდნენ მილიარდ-ნახევარს, ბიუჯეტის მეოთხედს. ქართველი ხალხის ჯიბიდან უნდოდათ ამოეღოთ და საკუთარ ჯიბეში ჩაედოთ ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და ამ თაღლითურ გაერთიანებას, რომელიც დღეს პარტიის სახით არის წარმოდგენილი. ასე რომ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც დადასტურდა მათი თაღლითობა, ცრუ საფუძვლით ბიუჯეტიდან ფულის მოთხოვნა და გაირკვა საბოლოო ჯამში პოლიტიკა რისთვის უნდათ. მათ ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ უნდოდათ, რომ ეს ფული მიეღოთ ბიუჯეტიდან და ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე შეევსოთ საკუთარი ჯიბეები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები