16 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
"უკიდურესად მძიმე დღეების შემდეგ მე ვატერლოოში ვარ" - კატალონიის ყოფილი ლიდერის თქმით, ბელგიაში იმყოფება

"უკიდურესად მძიმე დღეების შემდეგ მე ვატერლოოში ვარ" - კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის თქმით, ბელგიაში იმყოფება

კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის განცხადებით, ის ბელგიაში იმყოფება.

"უკიდურესად მძიმე დღეების შემდეგ მე ვატერლოოში ვარ," - წერს პუჩდემონი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ კარლეს პუჩდემონი, რომელიც ესპანეთიდან, შვიდი წლის წინ, კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩატარებული რეფერენდუმის ორგანიზების შემდეგ გაიქცა და რომლის მიმართაც დაპატიმრების ორდერია გაცემული, 8 აგვისტოს ესპანეთში დაბრუნდა და ბარსელონაში ასობით მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოვიდა. კატალონიაში მისი გამოჩენის შემდეგ, ესპანეთის პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა.

დღის ამბები