16 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნიდან, ხელისუფლების ძალაუფლების გადაცემამდე -  დანიური დაფინანსებით, რეგიონებში შეხვედრები გრძელდება

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით, რიგით მესამე "დემოკრატიის ფესტივალზე" პოლიტიკური შინაარსის ახალი ბანერი გამოჩნდა, თუმცა თავისი ადგილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას არ დაუკარგავს. დღეს მედიასთან პირველად ისაუბრა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელსაც განმარტების გაკეთება ძველი და ახალი ბანერების გარდა, იმაზეც დასჭირდა, თუ რატომ არის ჩართული დანიური მხარე ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში. 

ბანერი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" წალენჯიხისა და თელავის შემდეგ, დღეს, ქუთაისშიც გაშალა. სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობილი ექსპრეზიდენტის პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მათთვის პრიორიტეტული საკითხია. ოპოზიციური პარტიები უცხოური ფულით მსგავსი ღონისძიებების დაფინანსებაში პრობლემას ვერ ხედავენ. 

მმართველი გუნდში მიაჩნიათ, რომ დანიიდან დაფინანსებული პოლიტიკური აქტივობა ელჩის დაბარების საფუძველია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ დემოკრატიის ფესტივალის სახელით რეალურად უცხოური ფულით დაფინანსებული, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი წინასაარჩევნო კამპანია ტარდება.

დემოკრატიის მორიგი ფესტივალი ბათუმში ჩატარდება. ღონისძიებას, დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტი აფინანსებს, რომელიც თავის მხრივ, დანიის პარლამენტის დაფუძნებულია.  
 
  
 

დღის ამბები