16 ნოემბერი 2024,   18:56
ვრცლად
მმართველი გუნდის განცხადებით, კონგრესმენს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს, სერიოზული რეპუტაციული პრობლემები აქვს

მმართველი გუნდის განცხადებით, კონგრესმენს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს, სერიოზული რეპუტაციული პრობლემები აქვს.

"ქართულ ოცნების" განცხადებით, რესპუბლიკელი ტერნერი არაერთხელ დაადანაშაულეს კორუფციაში. ბოლოს თებერვალში მოითხოვეს მის წინააღმდეგ გამოძიების ჩატარებაც.

საქმე ეხებოდა ტერნერის საჯარო მიმართვას პრეზიდენტისადმი, სადაც ის ეროვნული უშიშროებისთვის სერიოზულ საფრთხეზე საუბრობდა. რესპუბლიკელმა ენდი ოგლმა თქვა, რომ დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელის მიზანი არა ამერიკელების უსაფრთხოება არამედ უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების მიცემა იყო.

იქამდე, კონგრესმენი დაადანაშაულეს დონორების გამოყენებით, პირადი ხარჯების სუბსიდირებაში, მათ შორის, საუბარია რესტორნებში დახარჯულ 70 ათას დოლარზე. გამოძიებას აწარმოებდა იუსტიციის დეპარტამენტი, საქმეს იხილავდა კონგრესის ეთიკის ოფისიც.

დღის ამბები