16 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
ეს არის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული, რაც "ნაცმოძრაობამ“ და მისმა ლიდერებმა ჩაიდინეს და ეს არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს - მამუკა მდინარაძე ომის გამოძიებაზე 

ეს არის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული, რაც „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ლიდერებმა ჩაიდინეს და ეს არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, ომის გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა:

"როდესაც ჰააგა და სტრასბურგი ჩვენ ჯერ კიდევ მოგებული არ გვქონდა, ძალიან ვიკავებდით თავს განსაკუთრებით, ცნობილი რეზოლუციის მეთერთმეტე პუნქტთან დაკავშირებით, სადაც ქართველ სამხედროებს, რუს სამხედროებთან ერთად, ომის დანაშაულში ადანაშაულებდნენ და ამისთვის მხარი ჰქონდათ დაჭერილი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს. შეიძლება იმის დაჯერება, რომ ისკანდერის ნაწილები, რომელიც გამქრალი იყო წლების განმავლობაში, შემთხვევით გაქრა და რომელიღაც ბაზაზე იყო შენახული? ამას რაღაც თავისი საფუძველი აქვს და თუკი აქეთ ადანაშაულებდნენ "ნაცმოძრაობის" ლიდერები ქართველ გმირებს ომის დანაშაულში, ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა - რაღაცის ჩაფარცხვა, გადაფარვა.

ისტორია იცვლება, ეს არ გვაქვს ნანახი თუ რა კადრებს აჩვენებდნენ, მათი პიარი საით იყო მიმართული - რასთან გვაქვს რეალურად საქმე, ამ ყველაფერზე პასუხი გაცემული არ არის და ეს არის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული, რაც "ნაცმოძრაობამ" და მისმა ლიდერებმა ჩაიდინეს და ეს არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები