16 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
"ყველა მილევადი რეჟიმი იქცევა ასე" - ნიკა მელია თავდასხმაზე

სამტრედიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პირველი კომენტარი გააკეთა. მელია მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

"ყველა მილევადი რეჟიმი იქცევა ასე და ივანიშვილის რეჟიმი არ არის განსხვავებული ამ მხრივ. ტრაგედია ის არის, რომ ყველა ხელისუფლება, ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში ასე იქცეოდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ირკვევა, რომ მელიაზე თავდამსხმელის და და დედა "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ევროპული საქართველოს" საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არიან, რასაც არც ოპოზიცაში უარყოფენ. გავრცელებული ინფორმაციით. მომხდარი სწორედ ოპოზიციაში არსებულ შიდა დაპირისპირებას უკავშირდება.

ფაქტს გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორეგი ვაშაძეც. 


"ყველა ჩვენს დამკვირვებელს მივესალმები და მადლობას ვეუბნები. არ ვიცნობ ამ ქალბატონს. ზრდასრული ადამიანის მშობელი სად არის, მე მგონი ცოტა არასერიოზულია ამ კითხვის დასმა. ზრდასრული ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თავს სამტრედიაში დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ნიკა მელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

 

დღის ამბები