16 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
მაშინ, როდესაც დაიბომბა ქართული ტერიტორია, რატომღაც, ჭურვები გაქრა... ქართული საზოგადოება ღირსია, იცოდეს, ვინ ღალატობდა საკუთარ სამშობლოს - ბექა ოდიშარია

"ქართულმა ოცნებამ" გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც საუბარია "მოღალატეობრივ ქმედებებზე" 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საკითხზე საჯარო სამართლებრივი პროცესი წარიმართოს.

მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება ღირსია გაიგოს, თუ ვინ უღალატა საკუთარ ქვეყანას.

"ჩვენ ვფიქრობთ და მყარად გვწამს, რომ ქართული საზოგადოება ღირსია, იცოდეს ნამდვილი ამბავი, ჭეშმარიტება იმის შესახებ, თუ ვინ რას და როგორ აკეთებდა, ვინ ღალატობდა საკუთარ სამშობლოს. ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. მაშინ, როდესაც დაიბომბა ქართული ტერიტორია, რატომღაც, ჭურვები გაქრა. სინამდვილეში, მათ ხელი მოაწერეს და დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, რომ 7 აგვისტოს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მასობრივი საარტილერიო თავდასხმა განახორციელა ცხინვალზე," - აცხადებს ბექა ოდიშარია.

დღის ამბები