16 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
"რადგანაც არჩევნები მოდის, ბოდიში, მაგრამ საქმე ვერ გაჩერდება" - გივი მიქანაძე საია-ს ანგარიშზე

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიში წარადგინა. შეფასება 2024 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს და ისეთ მნიშვნელოვან ტენდენციებს ასახავს, რომლებიც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებაზე გავლენას ახდენს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივებმა, მათ შორის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ხელახალმა ინიციირებამ, მნიშვნელოვნად გააღრმავა პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას.

საია-ს შუალედურ ანგარიშზე უკვე გაკეთდა შეფასებები "ქართულ ოცნებაში," სადაც, წინასაარჩევნოდ, საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობენ.

"რადგანაც არჩევნები მოდის, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ საქმე ვერ გაჩერდება - ის საქმე, რომელიც ხელისუფლებას, თითოეულ მის რგოლს ავალია... წინასაარჩევნოდ ასეთი განცხადების გაკეთება ცალსახად არის სუბიექტური მიდგომა და მცდელობა იმისა, რომ, რაც არ არსებობს ის, წარმოაჩინონ და არასწორი აღქმები შექმნან, როგორც საზოგადოებაში, ასევე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებში.

ფაქტი არის ის, რომ გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება არის ის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება, რომელიც ევროპულ და დასავლურ ღირებულებას წარმოადგენს," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები