16 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
ისე ეთანხმება ოპოზიცია ჰელსინკის კომისიის ნაბოდვარს, რომ ფაქტია, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, საქართველოს ხელისუფლებისთვის იმის დაბრალება, რომ შავ ფულს იყენებს, მხოლოდ მკვდარი ოპოზიციის გასაცოცხლებლად გაკეთდა - ლევან ნიკოლეიშვილი

ისე ეთანხმება ოპოზიცია ჰელსინკის კომისიის ნაბოდვარს, რომ ფაქტია, ყოველგვარი არგუმენტის და მტკიცებულების გარეშე, საქართველოს ხელისუფლებისთვის იმის დაბრალება, რომ შავ ფულს იყენებს, მხოლოდ და მხოლოდ მკვდარი ოპოზიციის გასაცოცხლებლად გაკეთდა, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე.

ნიკოლეიშვილის შეფასებით, განცხადება, სადაც "ქართული ოცნება" დადანაშაულებულია თაღლითური ქოლცენტრების ქსელიდან მიღებული შავი ფულით თავისი ოპერაციების დაფინანსებასა და ოპოზიციის შევიწროებაში, სწორედ ქართული ოპოზიციური სპექტრისთვის გაკეთდა. ჰელსინკის კომისიის განცხადების მიზეზად კი, ექსპერტი იმას ასახელებს, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი დღეს მხოლოდ გარედან გაკეთებულ რეაქციებზეა დამოკიდებული, რადგან, სხვა მხრივ, მათ პულსი არ ესინჯებათ.

"ისე ეთანხმება ოპოზიცია ჰელსინკის კომისიის ნაბოდვარს, რომ ფაქტია, ყოველგვარი არგუმენტის და მტკიცებულების გარეშე, საქართველოს ხელისუფლებისთვის იმის დაბრალება, რომ შავ ფულს იყენებს, მხოლოდ და მხოლოდ მკვდარი ოპოზიციის გასაცოცხლებლად გაკეთდა. ზოგადად, ქართული ოპოზიციური პოლიტიკური ნაგავი დღეს მხოლოდ და მხოლოდ გარედან გაკეთებულ რეაქციებზეა დამოკიდებული, რადგან ხალხს ეზიზღება, პულსი არ ესინჯებათ. ამიტომ, ჰელსინკის კომისიის ბოდვას დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ," - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები