16 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
"არც დეზინფორმაცია, არც სპეკულაცია არ დაეხმარება უთანხმოების გადაწყვეტას" - აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სენატორი შაჰინის და წარმომადგენელი ტერნერის ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"არც დეზინფორმაცია, არც სპეკულაცია არ დაეხმარება უთანხმოების გადაწყვეტას. სენატორი შაჰინის და წარმომადგენელი ტერნერის ბოლო ვიზიტის დროს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის საგანი არ ყოფილა. საკითხს წარმოადგენდა ის, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა უნდა. სწორ მიმართულებაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობისგან უნდა მომდინარეობდეს. ველოდებით საქართველოს მთავრობის წინადადებას," -წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დღის ამბები