29 სექტემბერი 2024,   07:24
ვრცლად
არც დეპუტატობას ვაპირებ, არც პარტიული ცხოვრების გაგრძელებას - მე მხოლოდ ამ საომარი მოქმედებების დროს ვიქნები ხელმძღვანელი - დავით გამყრელიძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ახალი ოფისის გახსნაზე გახდა ცნობილი. 

დავით გამყრელიძის თქმით, დღეს არსებულ "საომარ მოქმედებებში" იქნება ხელმძღვანელი და პარტიული ცხოვრების გაგრძელებას არ გეგმავს .

"ცოტა რთული გადაწყვეტილება მივიღე, გამოვედი კომფორტის ზონიდან და ჩავერთე ამ სერიოზულ ბრძოლაში. პირდაპირ რომ ვთქვა, ომში, რომელიც გველოდება წინ, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რეალური ცვლილება მოხდეს.  ჩემი ამოცანა, ამ ადამიანებთან ერთად, იქნება, რომ კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" ყველაზე კარგი შედეგი დადოს ამ არჩევნებზე. 

მაგვარი მიზანი ჩემთვის, ამ გუნდისთვის და ალბათ მთელი საზოგადოებისთვის უნდა იყოს და იქნება ის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ რეჟიმის ცვლილება, ივანიშვილის რუსული ხელისუფლების დასრულება... აქედან გამომდინარე, ჩემს ერთ-ერთ ფუნქციად ვხედავ იმასაც, რომ მაქსიმალური კოორდინაცია მოვახერხოთ კოალიციამ სხვა ოპოზიციურ ძალებთან, რათა 26 ოქტომბერს კოორდინირებულად დავაფიქსიროთ გამარჯვება, სახლში გავუშვათ რუსული ხელისუფლება და საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე...

სიმართლე გითხრათ, ეს არ ნიშნავს რაიმე ფორმით ჩემს პოლიტიკაში დაბრუნებას, მე არც დეპუტატობას ვაპირებ, არც პარტიული ცხოვრების გაგრძელებას, მე მხოლოდ ამ საომარი მოქმედებების დროს ვიქნები ხელმძღვანელი", - განაცხადა დავით გამყრელიძემ. 

დღის ამბები