ომის გამოძიების საკითხი პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემად რჩება. პოლიტიკური პლატფორმა "ერთიანობის" წევრის, გია ჯაფარიძის განცხადებით, საერთაშორისო მეგობრობა თანხმდება, რომ 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა სამხედრო აგრესია, ხოლო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას არ ეთანხმება, რუსეთია.
"2008 წლის აგვისტოს ომი გამოძიებული აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას, ამასთან დაკავშირებით არსებობს სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებები. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა სამხედრო აგრესია. მსოფლიოში არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ამას არ აღიარებს და ადანაშაულებს საქართველოს, ეს არის რუსეთს ფედერაცია", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ისტორიას ვერავინ გადაწერს.
"ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის მტერი, ვინ არის მოყვარე, ვინ არის აგრესორი, როდის დაიწყო რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედება. ძალიან კარგია, რომ ეს სიმართლე ასევე, ბევრი ადამიანის ძალისხმევით, იცის საერთაშორისო საზოგადოებამაც. რამდენიც არ უნდა ეცადოს კრემლი, გადაიწეროს ისტორია, ისტორიის გაყალბება მათ ამჯერად არ გამოუვათ",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.