16 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
თამარ ჩეგროლეიშვილი აცხადებს, რომ გიგი წერეთელი ფეისბუქში Fake ექაუნთით კომენტარებს წერს

"ევროპული საქართველოს" ყოფილი ლიდერი და პარტია "ფედერალისტების" დამუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ გიგი წერეთელი სოციალურ ქსელში კომენტარებს სხვისი სახელითა და გვარით წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, დიდი ხანია, გიგი წერეთლის ფეიკ ექაუნთი, სახელითა და გვარით - სალომე ჩხეიძე, გაშიფრული აქვს.

"ეს სალომე ჩხეიძე გიგი წერეთელია.

ძაან ვერთობოდით ამაზე, კაი ხანია, გაშიფრული გვყავს.

რაღაც ბრიფინგი გამართა, პარტიის "წინწასულები" წინ დაისვა, თავის ბრიფინგზე წერს ყალბი სახელით კომენტარებს და ივანიშვილთან გარიგებაში გვამხელს (მაგ სიმართლით უნდა იაროს).

"მხარდამჭერი ახალგაზრდული" რომ მოიგონა ძაან თეს**ად, ისე." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

დღის ამბები