ბათუმში ხვალ დაგეგმილი ოპოზიციის შეხვედრები, დანიური ფონდის დაფინანსებით, აღარ გაიმართება. ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ხელისუფლების მიერ დემოკრატიის ფესტივალის წინააღმდეგ წამოწყებულმა ნეგატიურმა კამპანიამ გავლენა იქონია ორგანიზაციულ მხარეზე, რის გამოც, იძულებული გახდნენ, რიგით მეოთხე და შემაჯამებელი ღონსძიება გაეუქმებინათ.
ეს ფაქტი "ქართულ ოცნებას" დაუკავშირა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმაც. როგორც ლაშა ბაქრაძემ განაცხადა, ფესტივალისთვის ხელის შეშლა მეტყველებს, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნები არ იყოს თავისუფალი.
თავის მხრივ, ოპონენტის ეს შეფასება სახელისუფლებო პარტიისთვის აღიარებაა, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას დანიური დაფინანსებით აწარმოებს.
თავად დანიის საელჩო განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებს.
"რასაც ამდენი ხნის განმავლობაში "ქართული ოცნება" მათ ვამხელდით - რომ პოლიტიკურ წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები და პოლიტიკური აქტივობისთვის იყენებენ უცხოურ დაფინანსებას, პირდაპირი მნიშვნელობით, მათ ეს აღიარეს.
სხვა არაფერი არ არის პოლიტიკური აღიარება და ამ ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების და ქმედებების მიღება, თუ არა მიხეილ სააკაშვილის ბანერის გამოფენა და მისი გათავისუფლების მოთხოვნა.
ადამიანიანებმა მიიღეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია, მაგალითად, არმიქირავებასთან ფართების, რადგან მათ იციან, რომ ასეთი ფაქტების განხორციელება ჩვენს ქვეყანაში მიუღებელია, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. სხვა ქვეყნის კანონმდებლობითაც აკრძალულია უცხო თანხების გამოყენება, ისე - ჩვენთანაც,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.
როგორც ცნობილია, ღონისძიებას აფინანსებს დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტი. ეს ფონდი, თავის მხრივ, დანიის პარლამენტის დაფუძნებულია.
დანიური მხარის მისამართით არსებულ კითხვებს, ამ დრომდე, საელჩო არ პასუხობს. "კურიერის" არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათ განმარტებები არ გაუკეთებიათ ღონისძიებასთან და იმ აქტივობებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებამ ფესტივალის განმავლობაში იხილა.