"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" (NED) მიერ "საერთაშორისო გამჭვირვალობისა" და OCCRP-ის მხარდაჭერაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში, დემოკრატიის სახელით მოწყობილი ყვეკა პროვოკაცია, ხსენებული სინდიკატის და NED-ის კოორდინაციით მოხდა. მისი განცხადებით, დროა საქართველომ მეზობლების გამოცდილება გაითვალისწინოს და კატეგორიულად დაუყენოს საკითხი ასეთ ფონდებსა და ორგანიზაციებს ან სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად იმუშაონ, ან საერთოდ აეკრძალოთ საქართველოში ოპერირება.
"გუშინ მოგახსენეთ, თითქმის ყველა ექსტრემისტული პროცესი, რაც დემოკრატიითა და ადამიანის უფლებებითაა შეფუთული, "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" მხარდაჭერით ხორციელდება. ორი დღის წინ, ოპოზიციური მედიების ინსინუაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა რუსეთში უძრავი ქონება შეიძინაო, რომელიც “OCCRP”- ის ჟურნალისტური ფეიკ-გამოძიებით გაავრცელეს და რომელიც წმინდა წყლის სპეკულაცია აღმოჩნდა, ამ პროცესის მხარდამჭერიც ზემოხსენებული ფონდია. “NED” მჭიდრო კავშირშია "საერთაშორისო გამჭვირვალობასთან", რომელიც ბოლო პერიოდის განსაკუთრებული მებაირაღეა, დემოკრატიის სახელით მომხდარი პროვოკაციებისა. მოკლედ, ჩვეულებრივი მაფიოზური სინდიკატია აწყობილი, სადაც დიდი ფინანსური უზრუნველყოფით მოქმედი ქსელი მუშაობს, ქართული საზოგადოების ინფილტრაციაზე.
საერთაშორისო პოლიტიკურ მხარდაჭერას არ აკლებენ უცხო აქტორები, საელჩოები და უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, რათა ამ ქსელმა გამართულად, მიზანმიმართულად და ოპერატიულად იმუშაოს. უკანასკნელი წლების ყველა პროვოკაცია, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ, დემოკრატიის სახელით მოაწყვეს, ზემოხსენებული სინდიკატის და მისი განსაკუთრებული ლოკომოტივის - "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" კოორდინაციით მოხდა. მოკლედ, მგონი დროა საქართველომ მეზობლების გამოცდილება გაითვალისწინოს და კატეგორიულად დაუყენოს საკითხი ასეთ ფონდებსა და ორგანიზაციებს ან სახელმწიფოს საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად იმუშაონ თუ არა და, საერთოდ აეკრძალოთ საქართველოში ოპერირება!" - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.