16 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
"კოალიცია ცვლილებისთვისს", "რესპუბლიკური პარტია" და ორგანიზაცია "აქტივისტები მომავლისთვის" შეუერთდნენ

"კოალიცია ცვლილებისთვისს", "რესპუბლიკური პარტია" და ორგანიზაცია "აქტივისტები მომავლისთვის" შეუერთდნენ. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ერთიანობა მიზნად ცვლილებებს ისახავს.

"ძალა მრავალფეროვნებაშია. მრავალფეროვანია ჩვენი კოალიცია, მრავალფეროვანია "კოალიცია ცვლილებებისთვის" 4 ნომერი და მიგვაჩნია, რომ დღევანდელი დღეს ამის დასტური იქნება," - აცხადებს ნიკა მელია.

"რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, ხათუნა სამნიძემ კი აღნიშნა, რომ აღნიშნული გაერთიანება, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას მოიტანს.

"მთავარი კითხვა, რომელიც დღეს საზოგადოებაში ისმის, როგორ უნდა მართოს ოპოზიციამ, რომელიც 26 ოქტომბერს უმრავლესობას მოიპოვებს, ქვეყანა, ამაზე პასუხი მარტივია - პროფესიონალიზმი, ადამიანების უფლებების დაცვაზე ორიენტირება და პროგრესი, რომელიც უნდა, რომ მოიტანოს კოალიცია 4-ს," - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

დღის ამბები