16 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
დიდ სახელმწიფოებს აქვთ თავიანთი პოლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური და სამხედრო მიზნები, რომლის განხორციელებას ცდილობენ, მათ შორის, ე.წ. რბილი ძალის გამოყენებით - ირაკლი ქადაგიშვილი NED-ზე

"დიდ სახელმწიფოებს აქვთ თავიანთი პოლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური, სამხედრო მიზნები, რომლის განხორციელებასაც ცდილობენ. ამისათვის იყენებენ პოლიტიკასაც, დიპლომატიასაც და სხვა მეთოდებსაც, მათ შორის, ე.წ. რბილ ძალასაც", - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა "ნედზე" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ აშშ და საქართველო პარტნიორი ქვეყნები არიან, ურთიერთობა ღია, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო უნდა იყოს.

"დიდ სახელმწიფოებს აქვთ თავიანთი პოლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური, სამხედრო მიზნები, რომლის განხორციელებასაც ცდილობენ. ამისათვის იყენებენ პოლიტიკასაც, დიპლომატიასაც და სხვა მეთოდებსაც, მათ შორის, ე.წ. რბილ ძალასაც. ვიმეორებთ, რომ თუ ჩვენ ვართ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღია, ორმხრივად სასარგებლო და ამ ურთიერთობაში ჩრდილები არ უნდა არსებობდეს. ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი, რომ არასამთავრობო სექტორი, ისევე როგორც ყველაფერი საქართველოში იყოს გამჭვირვალე. ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის "ნედიც" სრულად ანგარიშვალდებული არის აშშ-ის მთავრობის წინაშე და ყველანაირი დეტალი ანგარიშვალდებულებაში ექცევა. ჩვენ ამდენს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ ელემენტარულ გამჭვირვალობას", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები