16 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
გარედან შემოსულმა თანხამ "ნედის" გავლით დააფინანსა კვლევა, რომელიც აღმოჩნდა ფსევდო კვლევა, რამაც დადო ცრუ შედეგი - თეა წულუკიანი

კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, გარედან შემოსულმა თანხამ "ნედის“ გავლით დააფინანსა კვლევა, რომელიც აღმოჩნდა ფსევდო კვლევა, რამაც დადო ცრუ შედეგი.

მისი განმარტებით, მმართველი გუნდი გააგრძელებს კითხვების დასმას, მათ შორის, ახალმიღებული კანონის იმპლემენტაციის ეტაპზე, რათა გარედან შემოსული თანხების ასეთი ფორმით გამოყენება საქართველოში შეწყდეს.

"გარედან შემოსულმა თანხამ "ნედის" გავლით დააფინანსა კვლევა, რომელიც აღმოჩნდა ფსევდო კვლევა, რამაც დადო ცრუ შედეგი, თითქოს, ბიძინა ივანიშვილს რუსეთში აქვს განხორციელებული სხვადასხვა ქმედებები. როდესაც ფაქტები დაუპირისპირა ამ კვლევის შედეგს თვითონ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა წარმომადგენელმა, აღმოჩნდა, რომ კვლევის შედეგი არ ეფუძნება არც ერთ ფაქტს და არის ყალბი.

ჩვენ გავაგრძელებთ კითხვების დასმას, მათ შორის, ახალმიღებული კანონის იმპლემენტაციის ეტაპზე, რომ გარედან შემოსული თანხების ასეთი ფორმით გამოყენება შეწყდეს ჩვენს ქვეყანაში. მეორე მხრივ, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის, სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომ უცხო ქვეყნიდან შემოსული თანხა მოხმარდეს იმას, რისთვისაც უცხო ქვეყნის გადასახადის გადამხდელი ამ თანხას საქართველოში აგზავნის და არა პირიქით, როგორც ამას ხშირ შემთხვევაში ვხედავთ. ამ ძალებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო, არის და მათთვის რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, 27 ოქტომბრიდანაც იქნება ის ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობიანობას იმ პოლიტიკური პარტიის მუშაობის შედეგად, რომელსაც წარმოადგენს "ქართული ოცნება" და რომლის დამფუძნებელიც ის გახლავთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები