16 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
"ამერიკაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის, ვიქნები საუკეთესო მოხალისე ჰარისისა და უოლცის კამპანიისთვის" - ბაიდენის გამოსვლა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე

ჩიკაგოში დემოკრატიული პარტიის ყრილობა გაიხსნა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ ქვეყნის მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს. დელეგატების წინაშე ჯო ბაიდენის გამოსვლამდე, პრეზიდენტს კამალა ჰარისმა ქვეყნის სამსახურისა და ისტორიული ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.

სიტყვით გამოვიდა ჯო ბაიდენიც. მან ყურადღება გაამახვილა მისი პრეზიდენტობის მიღწევებზე, ბაიდენის თქმით, იყო შეცდომებიც, მაგრამ ამერიკას მისცა ყველაფერი, რაც შეეძლო.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. 

"მათ ესმით, რომ ამერიკა უნდა იყოს შესაძლებლობების ადგილი არა მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის.

ამერიკაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. არ შეიძლება მხოლოდ მაშინ თქვათ, რომ გიყვართ ეს ქვეყანა, როდესაც იმარჯვებთ. ჩემი ცხოვრების პატივი იყო, მემსახურა პრეზიდენტად. მიყვარს ჩემი სამუშაო, მაგრამ უფრო მიყვარს ჩემი ქვეყანა. ამერიკა, მე შენ რაც შემეძლო ყველაფერი მოგეცი. ვიქნები საუკეთესო მოხალისე ჰარისისა და უოლცის კამპანიისთვის,"- ჯო ბაიდენი. 

აშშ-ის "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი ჯო ბაიდენს ისტორიული ლიდერობისთვის მადლობას უხდის. 

"ჯო, გმადლობთ თქვენი ისტორიული ლიდერობისთვის და გმადლობთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებით. ჩვენ სამუდამოდ მადლობელი ვართ თქვენი. მოდით, ვიბრძოლოთ იმ იდეალებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ როდესაც ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ," - განაცხადა კამალა ჰარისმა. 

დღის ამბები