"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებას და მთავარ გზავნილებს უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია ხელისუფლების წინასაარჩევნო პროპაგანდაზე საუბრობს.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის თქმით, მმართველი პარტია ქართველ ხალხს ოპოზიციის გაუქმებას პირდება.
"12 წლის მმართველობის თავზე, ერთადერთ დაპირებას, რასაც იმეტებს ქართველი ხალხისთვის, ჰპირდება, რომ გააუქმებს დემოკრატიულ ოპოზიციას ხელისუფლებაში დარჩენის შემდეგ. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამის გაგრძელება ალბათ არის, რომ ევროკავშირზე ოფიციალურად იტყვიან უარს," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
შეფასება გააკეთა პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
"თურმე არჩევნების შემდეგ, ყველა ოპოზიციური პარტია უნდა გაუქმდეს. ეს განცხადება გაავრცელეს, როგორც ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნები," - აცხადებს ნიკა მელია.