16 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
"ასეთ განცხადებებს წინასაარჩევნოდ მრავლად ვიხილავთ, ისინი ცდილობენ საზოგადოება წინასაარჩევნოდ შეცდომაში შეიყვანონ" - ნათია მეზვრიშვილი

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც დაზუსტებულია ის პუნქტები, თუ რისთვის სჭირდება მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

"ქართული ოცნების" განცხადება დღეს პოლიტიკური შეფასებების საკითხია - ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნება" მტრობასა და შუღლს თესავს და მათის თქმით, სწორად ამაშია მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის სხვაობა.

"მტრობა, შუღლი, განადგურება სხვების - ეს არის "ქართული ოცნების" ხელწერა. "ქართული ოცნება" გვეუბნება, რომ 500-600 ათასს, მთლიანად ოპოზიციას, გაანადგურებს. არც ერთი სიტყვა მომავალზე. რეფორმები თუ სტაგნაცია; უმუშევრობა თუ ასეულ ათასობით ახალი სამუშაო ადგილები - აი ეს არის არჩევანი „ქართულ ოცნებასა“ და ჩვენს - "ერთიანობას" და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის", - აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი კი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" მსგავსი განცხადებებით ცდილობს საზოგადოება წინასაარჩევნოდ შეცდომაში შეიყვანოს.

"ჩვენ ასეთ განცხადებებს წინასაარჩევნოდ მრავლად ვიხილავთ. ისინი ცდილობენ, რომ წინასაარჩევნოდ შეიყვანონ შეცდომაში, წინასაარჩევნოდ ჰგონიათ, რომ ხალხს მოატყუებენ ისევ და საზოგადოება ისევ დაიჯერებს იმ პოლიტიკური ძალის ნათქვამ სიტყვებს, რომლის არც ერთ სიტყვას ფასი არ აქვს", - აცხადებს ნათია მეზრვრიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ მმართველმა გუნდმა ის ოთხი მიზეზი განმარტა, თუ რატომ უნდა მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა არჩევნებზე - ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" და მისი სატელიტების გასამართლება ქვეყანაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტის მიღება, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ პროცესისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები. მეოთხე მიზეზს „ოცნება“ საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 ოქტიმბრის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი იქნება, სადაც ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას.

მმართველი პარტია მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობა, სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, მივიდნენ არჩევნებზე, რადგან როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 26 ოქტომბერს, არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება.

დღის ამბები