16 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
"ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება - ერთ მხარეს დგას ბოროტება, ომი, ქვეყნის განადგურება, სიცრუე და მეორე მხარეს არის მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა, ევროპული მომავალი" - კახა კალაძე

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ომსა და მშვიდობას შორის მოუწევთ - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მთავარი გზავნილები პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე დილიდან შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე განმარტავს, რომ საუბარი არ არის პარტიებზე, არამედ საუბარი ქვეყნის მომავალზე, თუ სად იქნება საქართველო მომავალში.

"დღეს აქ საუბარი არ არის პარტიებზე, დღეს საუბარი არის ქვეყნის ბედზე - სად და როგორ იქნება საქართელო. საქართველოში იქნება ომი, საქართველო იქნება გამოყენებული ისევე, როგორც სხვა ქვეყნები ვიღაცა დიდი ქვეყნების ინტერესებისთვის, თუ ქვეყანაში იქნება შენარჩუნებული მშვიდობა, სიმშვიდე და მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება - ერთ მხარეს დგას ბოროტება, ომი, ქვეყნის განადგურება, სიცრუე და მეორე მხარეს არის მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა, ევროპული მომავალი,“ - აცხადებს კახა კალაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნები განსაკუთრებული იქნება, ვინაიდან მოქალაქეებს არა მხოლოდ პარლამენტარების არჩევა მოუწევთ, არამედ - მომავლის.

"ეს არჩევნები თავისი მნიშვნელობით არის განსაკუთრებული, ვინაიდან არა მხოლოდ ახალ პარლამენტს ვირჩევთ, არა მხოლოდ პარლამენტარებს ირჩევენ ჩვენი მოქალაქეები, არამედ მშვიდობასა და ომს შორის აკეთებენ არჩევანს, სტაბილურობასა და დესტაბილიზაციას შორის, აკეთებენ არჩევანს ფსევდოლიბერალიზმს, სიძულვილს და ღირსებას, ადამიანების პატივისცემას შორის. რაც მთავარია, აკეთებენ არჩევანს საქართველოს განვითარებასა და დესტაბილიზაციას შორის, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია თავისი ლობისტებით, თავისი პატრონებით, ამ წლების განმავლობაში მუდმივად მიმართავდა,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები