"ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომ ყოველგვარ ზღვარს გადადის ამის დასტური იყო უნგრეთის პრემიერ ორბანისადმი ავტოავარიის მოწყობა, სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს დაჭრა, პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა, საქართველოს პრემიერის კობახიძის გაფრთხილება ევროპელი მაღალჩინოსნის მხრიდან, მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ," - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
"ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომ ყოველგვარ ზღვარს გადადის ამის დასტური იყო უნგრეთის პრემიერ ორბანისადმი ავტოავარიის მოწყობა, სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს დაჭრა, პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა, საქართველოს პრემიერის კობახიძის გაფრთხილება ევროპელი მაღალჩინოსნის მხრიდან, მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ.
ამიტომაც, ფსევდოლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერების დასაცავად, მიღებული არის ისეთი ზომები, რომლებიც, ელემენტარულად, უზრუნველყოფს მათი სიცოცხლის უსაფრთხოებას. ასე იყო გუშინ მცხეთაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ტყვიაგაუმტარი მინა იცავდა, რის გამოც დიდი ვაი-ვიში და ჩიფჩიფი ატყდა კოლექტიურ სანაცეთში. ამ მხრივ, განსაკუთრებით გააქტიურდა მევახშე- წურბელა ხაზარაძე, რომელსაც აჰყვნენ ნაცთა სხვა "შესტიორკები"!
და ეს იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპს, საყოველთაოდ სახელგავარდნილ დემოკრატიის სავანე აშშ-ში საჯარო გამოსვლის დროს, ანალოგიური ტყვიაგაუმტარი მინა იცავს. ისე საკითხავია, რატომ გააცოფათ ასე ამ ტყვიაგაუმტარმა მინამ... ე.ი. ბიძინა ივანიშვილის შესაძლო თავდასხმაზე მიმდინარე გამოძიება ამაოდ არ მიმდინარეობს ანუ როგორც იტყვიან, "კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება" და კიდევ "პილპილი ვინც ჭამა, პირიც სწორედ მას ეწვის," - წერს ედიშერ გვენეტაძე.