16 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
ცოტნე ანანიძე: "ნაცების" საარჩევნო ნარატივი კოალიციური მთავრობაა. მიშა ერთპიროვნული დიქტატორი იყო, ჟვანია-ბურჯანაძესთან ერთად მოვიდა, ორივე მოიცილა, იმავეს გააკეთებს, თუ ამის შანსი მიეცა

"ნაცების" საარჩევნო ნარატივი კოალიციური მთავრობაა. მიშა ერთპიროვნული დიქტატორი იყო, ჟვანია-ბურჯანაძესთან ერთად მოვიდა, ორივე მოიცილა. იმავეს გააკეთებს, თუ ამის შანსი მიეცა, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა "ქართული ოცნებიდან", ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ.

"სინამდვილეში, ოპოზიციიდანაც იგივე ხდება დღეს, ფორმალურად იყოფიან და თითქოს რამდენიმე ოპოზიციურ ცენტრს ქმნიან, რეალურად ყველა ერთი ქოლგის ქვეშ არიან. მიშას ერთპიროვნული მმართველობის კომპლექსები ყველასთვის კარგად ცნობილია.

ხელისუფლების დანაწილების პრინციპის აბსოლუტური უგულებელყოფა და კლასიკური ავტორიტარიზმი, რომელიც არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში“, - აცხადებს ცოტნე ანანიძე.

დღის ამბები