16 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს, მაშინ დაეთანხმოს, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია და გადადგეს - ალექსანდრე რაქვიაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის სარჩელს უცნაურად მიიჩნევს.

მისი თქმით, ჩანს, თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს, მაშინ დაეთანხმოს, რომ კონსტიტუცია დაარღვია და გადადგეს.

რაქვიაშვილის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ის აღიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმურობას, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა.

"პრეზიდენტი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ობიექტური და თვითონ არ დაეთანხმა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას. ამ სიტუაციაში, იქით ჩივილი უცნაურად გამოიყურება. თუ მიიჩნევს პრეზიდენტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს, მაშინ დაეთანხმოს, რომ კონსტიტუცია დაარღვია და გადადგეს, ასე გამოდის. თუ არ აღასრულა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თვითონ, რადგან მიიჩნევს, რომ სასამართლო სრულიად კონტროლირებადია, რა იმედით მიდის ამ სასამართლოში, ჩემთვის ეს უცნობია," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები