16 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია და ამით აღიარა საკუთარი არალეგიტიმურობა პირდაპირი ფორმით - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით. პრემიერი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ სარჩელს ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან მისი თქმით, გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.

მისივე განცხადებით, კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა.

"კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია და ამით აღიარა საკუთარი არალეგიტიმურობა, პირდაპირი ფორმით. რაც შეეხება თვითონ სამართლებრივ პროცესს, რა თქმა უნდა, პარლამენტი იქნება აქ წარმოდგენილი და, რა თქმა უნდა, ყველა პოზიცია იქნება დაცული, სამართლებრივად ძალიან მარტივად არის აქ საქმე. გამჭვირვალობას ვერ ექნება ვერანაირი ალტერნატივა. აქედან გამომდინარე, პერსპექტივა ვერ ექნება ამ სარჩელს. შეუძლებელია დაამტკიცო, რომ გამჭვირვალობა სამართლებრივად თუ სხვა კუთხით, არის ცუდი. ამას ამტკიცებს სარჩელი, შესაბამისად, ასეთ სარჩელს ვერავითარი სამართლებრივი პერსპექტივა ვერ ექნება", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები